თეგებით ძიება

ივერი მელაშვილი - საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, შეთანხმებულ მონაკვეთებზე

საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, შეთანხმებულ მონაკვეთებზე, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აბსურდული ბრალდებებით.

„რაც შეეხება მანჯალაძეს, მას ადგილზე არ ჰქონდა ნანახი გარეჯი. დარწმუნებული ვარ, მანჯგალაძეს კი არა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნანახი არ აქვს გარეჯი. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ბრალდება არის აბსურდული, არ ემყარება არავითარ საფუძველს, რომ ნატალია, მე ან ვინმე ექსპერტი რამე ბრალეულობაში იყოს, რაღაც ფართობის გადაცემის, წინა ხელისუფლების მიერ იყოს ამისთანა, ან იმის წინანდელი ხელისუფლების ეს აბსურდულია, ისევე, როგორც თავად ბრალეულობა, რომ ვიღაც ცდილობდა ფართობების გადაცემას. ეს არის ცალსახად აბსურდული ბრალდება, არარსებულია, რადგან საფუძველი არ აქვს. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, შეთანხმებულ მონაკვეთებზე, რომ საზიანოდ შეთანხმდა. არაფერი საზიანო არ მომხდარა, ეს არის ზუსტად ის შეთანხმება, რაც იყო საჭირო. საზღვარი არის“, – განაცხადა მელაშვილმა.

როგორც მელაშვილი აცხადებს, ის გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება.

"დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მეორე ის, რომ ამათგან საერთოდ არ იყო დაპატიმრების საფუძველი და დამაპატიმრეს, ყველაფერს ველოდი, მაგრამ, კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს არ ვეთანხმებოდი. უსაზიზღრესი ბრალდებაა. პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მადლობა და ალბათ ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი, რადგან ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში“, - აცხადებს მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა