თეგებით ძიება

პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას - კახა კალაძე კარტოგრაფებზე

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხზე პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.

„მივიჩნევ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. განთავისუფლების საკითხს რაც შეეხება, პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ვრცლად ისაუბრა, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ხდებოდა მათი გამოშვება. მათი თქმით, უკვე მოპოვებული აქვთ ყველანაირი მტკიცებულებები, რათა მოხდეს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა. დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ელისაშვილის პარლამენტში შესვლას ეს გადაწყვეტილება, კალაძემ აღნიშნა „არა არ მგონია ნამდვილად, არაფერ შუაშია ჩემი აზრით“.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა