გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დღეს დაასრულებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დღეს დაასრულებს. დღეს გამოიკითხება მათ მიერ წარმოდგენილი ოთხი მოწმე. მომავალი კვირიდან კი მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე შეუდგება. შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.