თეგებით ძიება

მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, თუმცა ციხიდან შეიძლება მაინც ვერ გამოვიდეს

„ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე, „მიონის" ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ" ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ" ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ბონდო ვათიაშვილის განცხადებთ, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის" ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს - დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს. მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა