თეგებით ძიება

ბრალდებულები საკუთარი ხელით შექმნილი დოკუმენტებით ადასტურებენ, რომ დავით გარეჯი და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორია არაა - პროკურორი

დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები, ოფიციალურად, საკუთარი ხელით შექმნილი დოკუმენტებით ადასტურებენ, რომ დავით გარეჯი და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორია არაა.

„ბრალდებულების და ზოგადად დაცვის პოზიცია სწორედ ამ ნარატივს შეიცავს - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი ქმედებები მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ისინი ოფიციალურად, საკუთარი ხელით შექმნილი დოკუმენტებით ადასტურებენ, რომ დავით გარეჯი და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორია არაა. ყველა მათი ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი გადაეცათ სხვა ქვეყნისათვის. ეს უტყუარად არის დადასტურებული და ამის აღიარებას პრაქტიკულად ყოველდღე ტელეეთერებიდან ვისმენთ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა