თეგებით ძიება

ზუგდიდში ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

მედიკოსების ინფორმაციით, 11 წლის ბავშვს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

"მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თავის და კიდურის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ეწერება ბინაზე," - აცხადებს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრი მზია გერგედავა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში 2-სართულიანი ავარიული შენობა გუშინ ჩამოინგრა. გოგონა ერთადერთია, ვინც ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავდა. ის მაშველების ძალისხმევით დროულად ამოიყვანეს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა