თეგებით ძიება

კოვიდშეზღუდვები, რომელთა ნაწილიც ხვალიდან იხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

კერძოდ, საქართველოს 5 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ხვალიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

პირველი მარტისთვის დაგეგმილია სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე

15 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება ყველა ქალაქში.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა