ქსნის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა
ქსნის ციხეში პატიმარმა ჭრილობები მიიყენა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მუცლის არეში მიიყენა. მიზეზად კი ადმინისტრაციისგან უყურადღებობას ასახელებს. პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმის დახმარება სჭირდებოდა.