თეგებით ძიება

სექსზე მეტად ინტიმური ქმედებები - 8 რჩევა ”დამწყებ” შეყვარებულებს

ხშირად, როცა სიახლოვეზე ვლაპარაკობთ, სექსს ვგულისხმობთ, თუმცა, არსებობს სექსე უფრო ემოციური ქმედები, რაც წყვილის ურთიერთობას უფრო რომანტიკულსა და თბილს გახდის.

1. უთხარით კომპლიმენტი

ქალები მიჩვეულები არიან კომპლიმენტს, სცადეთ და თბილი სიტყვები საყვარელ მამაკაცსაც უთხარით. უთხარით, რომ ის საუკეთესოა და ამიტომაც შეგიყვარდათ. მოუყვანეთ დამაჯერებელი მაგალითები.

2. მისწერეთ სასიყვარულო წერილი

უმჯობესია, წერილი ხელით დაწეროთ, მას სხვა ენერგეტიკა აქვს. ასე შეგიძლიათ გრძნობებშიც გამოუტყდეთ, თუ სათქმელს პირისპირ ვერ ეუბნებით. ან ისეთი რამე მისწერეთ, რაც წერილს განუმეორებელს გახდის და მას
თქვენი შეყვარებული წლების მანძილზე შეინახავს.

3. ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ

თუნდაც, ერთი დღე გაატარეთ ერთად. მგზავრობისას უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს. ნახავთ როგორ იქცევა თქვენი პარტნიორი ჩვეულებრივ და უჩვეულო სიტუაციებში? კომფორტულია თუ არა მასთან ერთად ყოფნა?

4. იზრუნეთ მასზე, როცა ავადმყოფობს

თუ პარტნიორთან სერიოზული ურთიერთობა გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ მან შეიძლება დროდადრო იავადმყოფოს და მისი მოვლა-პატრონობა უნდა შეგეძლოთ. ავადმყოფი მამაკაცები ბავშვებვით უმწეობები ხდებიან. იყავით მის გვერდით, გაამხნევეთ, მოუარეთ, იზრუნეთ მასზე. ასე მიახვედრებთ, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ.

5. იძინეთ მასთან ერთად

სექსს არ ვგულისხმობთ. უბრალოდ, გაატარეთ მთელი ღამე მის გვერდით, ესაუბრეთ, დილით კი საყვარელი ადამიანის გვერდით გაგეღვიძებათ.

6. უყურეთ ერთმანეთს თვალებში ხშირად და დიდხანს

თუ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს თვალებში დიდხანს უყურონ, ე.ი. მათ ერთმანეთისგან დასამალი არაფერი აქვთ. ისინი ენდობია ერთმანეთს და მათ
შორის ნამდვილი გრძნობაა.

7. გააცანით ოჯახის წევრებს

ადამიანი მარტოობაში არ იზრდება. იგი ოჯახის წევრების ზეგავლენას განიცდის. გინდათ იცოდეთ, როგორი იქნება თქვენი პოტენციური ქმარი წლების შემდეგ, შეხედეთ მამამისს. ნათესავებს არ ვირჩევთ, უმჯობესია საქმროს ნათესავებს გაეცნოთ და მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ.

8. არაფერი არ აკეთოთ

არაფერია იმაზე კომფორტული, რომ იყოთ საყვარელი ადამიანის გვერდით და არაფერს აკეთებდეთ. იყოთ ჩუმად, ან ერთად უყუროთ ტელევიზორს. სიახლოვის საუკეთესო ფორმაა იყოთ საყვარელი ადამიანის გვერდით და მისი სუნთქვა გესმოდეთს.

თუ საყვარელი მამაკაცის გვერდით, თავს კომფორტულად გრძნობთ, მაშინაც კი როცა არაფერს აკეთებთ, მასთან ერთად ყველა სხვა მდგომარეობაშიც კომფორტულად იქნებით.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა