თეგებით ძიება

10 ჟესტი ან მოქმედება, რომელიც კულტურის ნაკლებობაზე მეტყველებს

ადამიანები ხშირად ამჩნევენ მეორე ადამიანის ზოგიერთ ჟესტს ან მოქმედებას, რომელიც უკულტურობაზე მეტყველებს, მაგრამ იგივე ან უარეს შეცდომებს თავად იმეორებენ.

სამწუხაროდ, მერი პოპინსის უზადო მანერები დღეს იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად, სამეფო ოჯახებში შემორჩა, თუმცა აუცილებელი არაა, „ლედი სრულყოფილება“ იყოთ იმისთვის, რომ თუნდაც ეს 10 უხეში შეცდომა არ დაუშვათ.

1. თითს ნუ გაშვერთ
ეცადეთ თანამოსაუბრეს სხვა ადამიანებისკენ თითით არ მიანიშნოთ. ეს არავის მოსწონს, ულამაზოდ გამოიყურება და ზრდილობის ეტიკეტს არ შეესაბამება.

2. ნუ აქნევთ დანა-ჩანგალს
ეტიკეტის უმარტივესი წესია, მაგრამ არიან ქალბატონები, რომლებიც ამ წესს უგულებელყოფენ - რატომ დავკარგო დრო ჩანგლის დადებაზე, როდესაც შეიძლება მან ჩვენი მონაყოლი შეავსოს? არადა, ეს ძალიან ულამაზოა და უკიდურესად არაკულტურული.

3. არ ატკაცუნოთ თითები
არც თითები, არც მუხლები ან კისერი.. თუნდაც ასეთი მოქმედება სხეულის დისკომფორტისგან გათავისუფლებდეთ, ამის საჯაროდ გაკეთება არ შეიძლება. ეს ხმები ყველას არ მოსწონს, ზოგს კი უბრალოდ, ზარავს.

4. ნუ გაიცინებთ ძალიან ხმამაღლა
ძალიან ხმამაღალი სიცილი და ამ დროს უკან გადაგდებული თავი ხელოვნურად და თეატრალურად გამოიყურება. შეიძლება ცდილობთ, რომ თქვენი რეაქციით თანამოსაუბრეს ასიამოვნოთ, მაგრამ სავარაუდოდ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ. გარდა ამისა, კარგად აღზრდილი ქალბატონები საზოგადოებაში ხმას არასოდეს იმაღლებენ.

5. ნუ აკაკუნებთ მაგიდაზე
მაგიდაზე კაკუნი არ შეიძლება არც თითებით, არც კალმით და არც ჩანგლით. ასეთი ქცევა ადამიანებს ძალიან აღიზიანებს, ყურადღებას ფანტავს და არავითარ ეტიკეტს არ შეესაბამება.

6. არ შემოხვიოთ ფეხები სკამის და მაგიდის ფეხებს
ელეგანტურ გოგონას ფეხები სწორად უნდა ედგას. ფეხის ფეხზე გადადების დროს, ეცადეთ ზედა ფეხი შორს არ გაიშვიროთ. მაგიდის და სკამის ფეხებზე ფეხის შემოხვევაზე აღარაფერს ვიტყვით.

7. მოერიდეთ თმის თითებზე დახვევას
ითვლება, რომ თმაზე მსუბუქად შეხება ძალიან მაცდურად გამოიყურება, თუმცა თითებზე თმის დახვევა ეტიკეტისგან ძალიან შორსაა და მიანიშნებს, რომ გოგონა რაღაცაზე ნერვიულობს.

8. ნუ შეეხებით უცხო ადამიანებს
მაშინაც, როცა ურთიერთობისთვის გახსნილი და კეთილგანწყობილი ხართ და მხოლოდ საუკეთესო განზრახვები გამოძრავებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ის გამო, უცნობ ადამიანთან ჩახუტება ყველას არ სიამოვნებს. იგივე ეხება ძალიან ახლოს ჯდომას, თუნდაც პაემანზე იყოთ. გახსოვდეთ, რომ ყველას სჭირდება პირადი სივრცე და კომფორტის ზონა. მისი შემცირება მხოლოდ ადამიანების დაახლოვების შემდეგ არის შესაძლებელი.

9. დაბნეულობა
როდესაც ადამიანი გესაუბრებათ, სახეში უნდა უყუროთ. საუბრის დროს გვერდით ყურება, ოთახისა და სივრცის თვალიერება პირველ რიგში, თანამოსაუბრის მიმართ ინტერესის არარსებობაზე და კულტურის ნაკლებობაზე მეტყველებს.

10. არ იდარდო
თუნდაც სუფრასთან დაყოვნების დრო არ გქონდეთ და სადმე გაგვიანდებოდეთ, ამის განმარტება აუცილებელი არაა. უბრალოდ, მოიბოდიშეთ და ადექით. სხვათა შორის, სკამიდან წამოდგომის შემდეგ საუბრის გაგრძელებაც ულამაზოა და უკულტურობად ითვლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა