7 სიმპტომი, რომელიც განიშნებთ, რომ ფსიქოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ
ბევრ ადამიანს ფსიქოლოგთან ვიზიტი უსარგებლო საქმედ მიაჩნია, თუ მათ ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც სპეციალისტთან კონსულტაცია სასურველია.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციისთვის მისვლა იმის აღიარებაა, რომ პრობლემები გაქვს, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები. ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ფსიქოლოგი „ახალს და სასარგებლოს“ ვერაფერს ეტყვის და მხოლოდ ფულს გამოსძალავს. რა თქმა უნდა, ეს უმეცარი სტერეოტიპები, რეალურ ცხოვრებასა და პრაქტიკაში კი ფსიქოლოგი მნიშვნელოვანი რესურსია, რომლითაც გამარჯვებულები სარგებლობენ.
რატომ არის ფსიქოლოგის კონსულტაცია სასარგებლო? პირველ რიგში, იმით, რომ ის სიტუაციის ფსიქოდიაგნოსტირებას ახდენს და გარედან, ზედმეტი ემოციების გარეშე აანალიზებს. როდესაც ემოციები დაცხრება, განსხვავებული გრძნობები იბადება და ფსიქოლოგი, როგორც მუსიკოსი, რომელიც ინსტრუმენტს აწყობს, „ყველაფერს საჭირო თაროებზე დებს“ თაროებზე დებს და თქვენ თავს განსხვავებულად გრძნობთ. თქვენში ჩნდება ძალა, შთაგონება და უამრავი რამის გაკეთების უნარი. სწორედ ამ ენერგეტიკულ ზრდას შეგიქმნით პროფესიონალი ფსიქოლოგი.
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგთან პრობლემებით „დახუნძლული“ ადამიანები მიდიან. ყველაზე ხშირად, პაციენტები ცდილობენ დისჰარმონიის უმაღლეს წერტილს მიაღწიონ და ფსიქოლოგს მერე მიაკითხონ. ეს ძირეულად არასწორია.
გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და დაფიქრდეთ - იქნებ დროა, რომ ფსიქოლოგს ესტუმროთ? განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეცნობათ.
1. დიდი ხნის განმავლობაში ემოციურ დამოკიდებულებაში იმყოფებით. ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა აგრძელებთ საკუთარი თავის ცრუ ილუზიებით ტანჯვას. დიახ, ამ შემთხვევაში სასწრაფოდ ფსიქოლოგის მონახულება გჭირდებათ.
2. თქვენ ფსიქოტრავმული მოვლენა განიცადეთ: განქორწინება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან სამსახურიდან გათავისუფლება. მოხდა ისეთი რამ, რისი დამოუკიდებლად გადალახვაც გიჭირთ. როგორც ჩანს, მთლიანად ამ მოვლენაზე ხართ მიჯაჭვული და დახმარება გჭირდებათ.
3. თქვენ მსხვერპლი ხართ და გამუდმებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებით. თქვენზე მუდმივად ძალადობს გვერდით მყოფი ადამიანი (ქმარი, დედა, უფროსი) და ვერაფერს ცვლით.
4. მიზეზით თუ უმიზეზოდ, გამუდმებით გეშინიათ და ღელავთ და რაც უფრო მეტად ცდილობთ ემოციების შეკავებას, მით უფრო სწრაფად იზრდება ის და დისკომფორტს გიქმნით. ეს თავისთავად არ გაქრება! სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
5. გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი პროფესია, სტატუსი ან ცხოვრება? გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება უფრო უსაფრთხოდ ჩაივლის, როცა გვერდით პროფესიონალი დამხმარე გყავთ. ის დაგეხმარებათ, რომ გამოავლინოთ თქვენი ახალი ნიჭი და შემოქმედებითი იდეები.
6. გსურთ განავითაროთ საკუთარი ბიზნესი? აქაც ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო. ის თქვენს გუნდში ლიდერების დიაგნოსტირებას მოახდენს, გიამბობთ კომუნიკაციის სქემების შესახებ და წინასწარ გამოთვლის მოვლენების განვითარებას ბაზარზე. თქვენ შეძლებთ კომპანიის ზრდას უნიკალური ფსიქოლოგიური უნარებისა და ცოდნის დანერგვით.
7. არაფრით არ გამოგდით პირადი შემოსავლის ზრდა? ეს უმიზეზოდ არ ხდება. სავარაუდოდ, თქვენი შინაგანი ფინანსური პროგრამა ისე მუშაობს, რომ ვერანაირად ვერ მიიღებთ იმდენ შემოსავალს, რამდენსაც მოელით. ფსიქოლოგი შეძლებს თქვენი აზროვნების და ქცევის გამოსწორებას ისე, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.