თეგებით ძიება

10 ყველაზე მიმზიდველი პლუს ზომის მოდელი

ბოლო წლებში მოდის ინდუსტრია უფრო მრავალფეროვანი გახდა და პლუს ზომის მოდელებიც გამოჩნდნენ. მათთვის აქამდე მოდის ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება რთული იყო, თუმცა ახლა ასე აღარ არის.

სულ უფრო მეტი ადამიანი ამსხვრევს სტერეოტიპებს იდეალური ფორმებისა და აღნაგობის შესახებ და გვიმტკიცებენ, რომ სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია და პლუს ზომაც შეიძლება იდეალურად მივიჩნიოთ. ამ კოლექციაში პლუს ზომის 10 მოდელს იხილავთ.

1 ტეს ჰოლიდეი

10 ყველაზე მიმზიდველი პლუს ზომის მოდელი


რაიან მაგან ჰოვენი, პროფესიულ წრეებში ცნობილია როგორც ტეს ჰოლიდეი ამერიკელი პლუს ზომის მოდელი, ბლოგერი და ვიზაჟისტი. ტესს არასოდეს აწუხებდა საკუთარი სხეულის ფორმა და ინსტაგრამზე თავის მიმდევრებსაც მოუწოდებს, რომ წონის მიუხედავად, თავდაჯერებულები იყვნენ.

2 ჟუსტინე ლეგო



ჟუსტინ ლეგო კანადელი პლუს ზომის მოდელია, რომელიც ცნობილი 2013 წელს, „Elle Magazine”-ში გამოქვეყნებული სტატიით გახდა. ის პირველი პლუს ზომის მოდელია, რომელიც ჟურნალის „Elle Quebec”-ის გარეკანზე გამოჩნდა.

3 ტარა ლინი


ტარა ლინი ამერიკელი პლუს ზომის მოდელია. ის ცნობილია, როგორც დიდი ზომის ქვედა საცვლების მოდელი.

4 ფლავია ლაცერდა



ფლავია ლაცერდა არის ბრაზილიური წარმოშობის ამერიკელი პლუს ზომის მოდელია. ის ჟურნალი „Mode“-ს რედაქტორმა მანჰეტენზე, ავტობუსში შენიშნა და თანამშრომლობა შესთავაზა.

5 ქლოი მარშალი



ქლოი ელისაბედ მარშალი ინგლისური პლუს ზომის მოდელი და სილამაზის კონკურსის მის სურეი 2008 გამარჯვებულია. პირველი ზომის 16 მოდელი, რომელიც „მის ინგლისის“ ფინალში გავიდა.

6 ჯადა სეზერი



ჟადა სეზერი აღმოსავლური წარმოშობის ინგლისელი ქალბატონია, რომელიც პირველი თაობის პლუს ზომის ფოტომოდელებს მიეკუთვნება. მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში და სპორტს მისდევს.

7 ქრისტინა მენდესი



ქრისტინა მენდესი ცნობილია, როგორც ერთ - ერთი პირველი ლათინოამერიკელი ქალი, რომელმაც თავის კატეგორიაში სუპერმოდელის სტატუსს მიაღწია. მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, კანის ფერის მიუხედავად.

8 ჯენი რანკი



ჯენი რანკი ამერიკელი პლუს ზომის მოდელია, რომელიც ცნობილი 2013 წელს H&M -ის ზახულოს კოლექციის კამპანიაში მონაწილეობით გახდა.

9 ეშლი გრეჰემი



ეშლი ენ გრემი ამერიკული პლუს ზომის მოდელია, რომელმაც პოპულარობა მაღაზია Lane Bryant -ში მოდელად მუშაობის წყალობით მოიპოვა. მისი ფოტოები გამოჩნდა ჟურნალებში: Elle Quebec, Vogue, Harper’s Bazaar, Glamour და Elle UK.

10 ეკატერინა ჟარკოვა



ეკატერინა ჟარკოვა ბელორუსი პლუს ზომის მოდელია, რომელზეც საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა