თეგებით ძიება

შაბათს დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება - რესტორატორთა ასოციაცია

რესტორატორთა ასოციაციის წევრი შოთა ბურჯანაძე აცხაებს, რომ შაბათს, 6 თებერვლას რესტორნების მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. მათი თქმით, რესტორნების თვითნებურად გახსნას აღარ გეგმავენ და 15 თებერვლამდე დაიცდიან.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში 15-დან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი მაინც დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის, მითუმეტეს ამ ამინდში, არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი თუ სიცოცხლის ბრძოლის აუცილებლობა გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირებით შესაძლებლობას, რეგულაციების ფარგლებში", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის შაბათს აქციას მაინც გამართავენ "სოციალური აფეთქების" წევრები, მათ შორის ბიზნეს სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღაც არ შეეხოთ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა