თეგებით ძიება
05. 02. 2021 სპორტი

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავობაში კვლავ ხვიჩა მაქაცარია უხელმძღვანელებს.

ის დღევანდელ საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. 32 დელეგატიდან კენჭისყრას 22 ესწრებოდა, მათ შორის 19 დელეგატი ხმის უფლებით სარგებლობდა.

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა მირიან ანდრიაძემ, კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა. დღესვე ყრილობამ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველი, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ ქაცარავა დასახელდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, არჩეულმა პრეზიდენტმა გამგეობის შემადგენლობა დაასახელა, რასაც დელეგატებმა ერთხმად უყარეს კენჭი და გამგეობის თავმჯდომარედ ალექსანდრე მეტრეველი აირჩიეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა