თეგებით ძიება

სუს-ის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ზაზა გახელაძის დაკავების დღიდან იყენებს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

„დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო ე.წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, რასაც წლების მანძილზე ამკვიდრებენ საოკუპაციო ძალები. ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოდა და უკანონო პატიმარი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. რიგ შემთხვევებში პროცესები ვითარდება არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ეს არის მოცემულობა. საერთაშორისო ფორმატები, მოლაპარაკებების მექანიზმები – ჩვენ ყველა ბერკეტს ვიყენებთ“, – განაცხადა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა