საიდან ჩნდება წყენა ურთიერთობაში და მისი მოგვარების გზები - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ მოაგვაროთ წყენის გამომწვევი მიზეზები, რადგან სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია და გამოკვლევას საჭიროებს, როგორც მეთვალყურე იმ გაცნობიერებით, თუ რატომ ხდება ესე და რა შემიძლია შევცვალო?!
"წინა სტატიაში ვისაუბრე ქალის ახალგაზრდობა, სილამაზის ერთ - ერთ და მნიშვნელოვან საიდუმლო გასაღებზე, ენერგიის სისუფთავის მნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ქალის ფიზიკურ და ფსიქოემოციურ სიჯანსაღესთან.
ენერგიის დაზიანების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, როგორც ავღნიშნე წყენაა, რომელიც ქალს მეწყვილეს მიმართ თანაცხოვრების განმავლობაში უგროვდება და ასევე ზოგადად ადამიანების, სიტუაციების მიმართ.
პირველ რიგში, რაც უნდა შეცვალოთ, ეს არის თვით წყენის მდგომარეობა, რადგან თუ მუდმივად განაწყენებული ხართ, თქვენ ტრანსლირებთ სამყაროში ამ მდგომარეობას და თქვენი მეწყვილეც გაუაზრებლად ბევრ მიზეზსაც გაძლევთ იყოთ ნაწყენი, რადგან სამყარო მისი საშუალებით საკუთარ ანარეკლს განახებთ, თუ რა ენერგიას ატარებთ შინაგანად...
მეორე რიგში უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და დაუსვათ კითხვა? ის რაც მწყინს ნამდვილად საწყენია?! თუ უბრალოდ ეს ცუდი ჩვევაა, რომ ამ გზით გავიბუტები და მივიღებ მეტ ყურადღებას მეწყვილესგან? შესაძლოა მანიპულაციას ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ იყავით საკუთარ თავთან მეტად გურწფელი, ეს დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში...
თუ გააცნობიერეთ, რომ ნამდვილად საწყენია თქვენი მეწყვილეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ და თქვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, ნუ დაიგროვებთ გულში და ნუ გაუცხოვდებით ერთმანეთისგან.
ვერც პრეტენზიებით მოაგვარებთ გზას, რადგან ასეთი მიდგომით მამაკაცი ვერ იგებს და ეს გადაიზრდება კონფლიქტში...
ისაუბრეთ მშვიდად, აუხსენით, რომ გულს გტკენთ მისი დამოკიდებულება და განიცდით. უთხარით თქვენ რას მოელით და როგორი დამოკიდებულება გსურთ მისგან...
ესაუბრეთ გულის ენერგოცენტრიდან, შინაგანი ქალის მდგომარეობით ესეთი ფრაზებით:
"მე ძალიან განვიცდი, როდესაც შენ ასე აკეთებ, გააკეთეთ აქცენტი მის ქმედებაზე და არა თვით პიროვნების ცუდ თვისებებზე“
რადგან დაკვირვებულხართ ალბათ, რამდენადაც მეტ ქცენტს აკეთებთ მის ცუდ თვისებაზე, მით ჯიუტად ავლენს ამ თვისებას თქვენს მიმართ და ეს კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და ურთიერთობაზე.
ამასთანავე, რაც უფრო მეტად ფიქრობთ იმ თვისებაზე რაც არ მოგწონთ მეწყვილეში, უფრო მეტად აქტივირდება, რადგან ეს ერთგვარი აფირმაციაა: დააკვირდით გონებაში რამდენჯერ ატრიალებთ ამ რწმუნებულებას თქვენს მეწყვილეზე, ასე ვთქვათ წყალს უსხავთ და ზრდით გაუცნობიერებლად, იმას რაც არ მოგწონთ, ამ დროს ქალს მეწყვილეს სხვა ყველა დადებითი თვისება ავიწყდება და მხოლოდ იმაზეა ფოკუსირებული და კონცენტრირებული, რაც არ მოწონს და გულს ტკენს, ზუსტად ეს იწვევს თქვენი ფსიქოემოციურ და ენერგიტიკულ დასუსტებას.
რეკომენდაციები:
შეცვალეთ შინაგანი მდგომარეობა, გადართეთ გონება უფრო სასიამოვნო ფიქრებზე, იფიქრეთ პოზიტიურად და იზრუნეთ იყოთ მუდმივად ტონუსში და სავსე მდგომარეობაში, ამას თქვენს ნაცვლად ვერც თქვენი მეწყვილე და ვერც ვერავინ სხვა ვერ გააკეთებს!
ასევე გთავაზობთ მინიმედიტაციას:
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, მზის კაშკაშა ენერგია, რომელიც ბზინავს და ანათებს როგორც დიდი სფერო, შეიგრძენით მისი თბილი და ნათელი სხივები, შემდეგ დაინახეთ, თუ როგორ გავსებთ ეს ენერგია და გულში ჩაედინება, ოქროსფერი სხივები აღწევს გულის ენერგოცენტრში და მოიცავს მთლიანად თქვენს გულს ანეიტრალებს ყველა წყენას და იმედგაცრუებას, შემდეგ დაინახეთ თქვენს გონებაში ოთახი, სადაც აწერია "წყენა“ დაინახეთ, თუ როგორ აღებთ კარებს და შედის მასში ეს ვეებერთელა მზის ენერგია და როგორ ანათებს მთლიანად გონებას, ქრება ის ფიქრები, რომელიც იწვევს ნეგატიურ ემოციებს და მთლიანად სინათლე მოიცავს, გონებას, გულს, სხეულს და სხეულის გარეთაც თქვენს აურაში ვრცელდება, შემდეგ ამ ნათელი მდგომარეობით გადაწყვიტეთ და გააკეთეთ არჩევანი სიხარულზე და ბედნიერებაზე, რადგან ყოველი ჩვენი ემოცია და მდგომარეობა მხოლოდ ჩვენი არჩევანია!