ახლა ახალი რაუნდია, 21-ე საუკუნემ გრძნობებთან ომი წააგო - ფსიქოლოგიური ჩანახატი
"მე ვიცნობ წყვილებს, რომელებიც ერთად იღვიძებენ და საერთო არაფერი აქვთ ერთთმანეთთან" - პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ ჩანახატის სახით გადმოცემულ 21-ე საუკუნის რეალობას.
განვითარება პროცესია და ეს არის შესანიშნავი... თუმცა, როგორ განავითარებ და რის ხარჯზე, ბედნიერება და წარმატება მხოლოდ ამაზეა დამოკიდიდებული...
არ ვიცი ვინ რა ომს ელის?! ან რა აზრი აქვს?! ჩვენმა საუკუნემ რაც ყოფილა ამ დრომდე და რაც არ ყოფილა აქამდე, ის ომი წააგო... ეს ომი მიმდინარეობდა ჩუმად, ჩვენს ცნობიერებაში და ფასეულობებში და ეს გახლდათ ყველაზე საშიში ომი...
ეს გამოწვევა კი ჩვენს საუკუნეს ხვდა წილად და გამოცდა ვერ ჩავაბარეთ...
სასიხარულო და მოსალოციც არაფერია თითქოს, მაგრამ მე გილოცავთ რომ ეს საუკუნე და ადამიანები ამ ყველაფრის მოგებას ვცდილობთ ახლა და ვიცი მოვიგებთ... (არც პანდემია ყოფილა შემთხვევით)...
და რა ომი იყო ეს?! რაც წავაგეთ და არც კი ვიცით, მაგრამ უსიხარულობა დადის ქუჩებში?!
ნახეთ ჩვენმა საუკუნემ და გასულმა საუკუნემ, მის მეორე ნახევარში განავითარა ყველაფერი, რაზეც ვერც კი იოცნებებდა გასული საუკუნეები, ეს შესანიშნავია...
განვითარება, ტექნიკა, პროგრესი, მიღწევები... მაგრამ ყველაფერს მისი გამოყენების წესი და ინსტრუქცია აქვს... ჩვენ აგვერია, ბევრი რამ აგვერია...
აჰა და «გავდიდკაცდით,» რა ხდება და რას მოვესწარითო?! ავყევით უსულო საგნებს... მათ დიდებულებას, ფულის სხვადასხვა მწვანე თუ სხვა ერთეულებს და მოგვეჩვენა რომ ყველაფერი შესაძლებელია... ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი...
სადღაც ისე გაგვიკვირდა და დღეს ნივთები ადამიანების მოვალეობებს ასრულებენ თითქოს, სადღაც «გადავწყვიტეთ» რომ «გარდავიცვალოთ» ემოციურად, რადგან თითქოს არავის სჭირდება ჩვენი განცდები და ემოციები და ყველაფერი გვარდება და კეთდება ავტომატურად, უსულოდ, უგულოდ და თითო ღილაკებზე ხელის მიჭერით...
გავზარმაცდით... აღფრთოვანების მიღებები ვისწავლეთ ტექნიკური შესაძლებლობებით.. საკუთარი რესურსების, ემოციების, განცდების დამალვა, დაზოგვა და სადღაც გადადგდება ვისწავლეთ მათი, რადგან ჩავთვალეთ რომ ამაზე მნიშვნელოვანს გავყიდიდით და ვიყიდიდით, გზად რომ წამოგვეწია იმ ახალი შესაძლებლობებით...
რა გვაბედნიერებს ჩვენ?! ემოციური კავშირები, ემოციების მიღება და გაცემა და სახლსაც კი იმიტომ ვყიდულობთ, სამოსსაც, ყველაფერს რაც გვინდა, რომ ის გვაძლევს პირველ რიგში ემოციას...
ეს გვაბედნიერებს, კონკრეტული რომელიმე ნივთი კი არა, ემოციები რომელსაც ისინი გვაძლევენ...
და მერე რა მოხდა?! ნახეთ შემდეგ იმდენად «ავტომატურები» გავხდით და იმდენად «კარგი ტიპები» გვეზედმეტა ეს ემოციები, განცდები, გრძნობები და სირცხვილადაც კი მიიჩნია ზოგმა მათი არსებობა და გამოხატვა...
ჩვენ დავიწყეთ შეძენა და გაცემა არა ემოციების, არამედ, ფულის ერთეულში, ცემენტში, აგურში, ფართში, «ჟეშტში» ოქროში, ვერცხლში, ბრილიანტში, სმარტფონში, ბრენდებში და აშ..გადავიყვანეთ ჩვენი ბედნიერების საზომი...
აქვე მინდა ვთქვა, რომ ფული არ არის ცუდი და ის მოსაზრება რომ ჭუჭყია იგი ტყუილია, არც ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებია ცუდი... მაგრამ თითოეული აზრს კარგავს მაშინ თუ ჩვენ ჩვენი ბედნიერების შექმნას და შეძენას იმ ყველაფრით ვცდილობთ მხოლოდ და არ არის ნაკვები ადამიანური განცდებით, გრძნობებით, ურთიერთობებით და ა.შ.
მაგალითებად მოგიყვანთ...
მე ვიცნობ ადამიანებს და ალბათ თქვენს ირგვლივაც არიან ისინი. აქვთ ბიზნესი და მათი მზე, ვარსკვლავი, ოჯახი და მათი სიცოცხლეც კი, ყველაფერი არის მხოლოდ ორიენტირება იმ გასაყიდ ნივთებზე, გამოიმუშავებენ, მაგრამ სახელი და გვარი, სახე აღარ დარჩათ, მათი სახელი, გვარი სახე არის ის ბიზნესი, რასაც ემსახურებიან...
მათ ფორმალურად ყავთ ან არ ყავთ ოჯახები, ყავთ მეგობრები, რომლებიც მათი საქმიანი პარტნიორები არიან მხოლოდ და მხოლოდ და ყველა და ყველაფერი ეგონათ და გონიათ, რომ შეუძლიათ იყიდონ ფულით...
ასეთი ადამიანები აუცილებლად გაჩუქებენ კიდეც რაიმე ძვირფასს, მაგრამ ემოციური თანადგომა, დრო, რესურსი, გრძნობები და აშ.. ამას ნუ ელოდებით, მათ არ სცალიათ...
ნახეთ მე არ მაქვს აქ ყველაზე საუბარი... მე ვსაუბრობ მათზე, ვინც თავად გადაიქცა ტექნიკურ მოწყობილობად. ვინც მხოლოდ თანხებზეა ორიენტირებული და გამონთავისუფლებულია ყველანაირი ნამდვილი ბედნიერებისგან. დღეს ისინი ადამიანებს ნივთებად და «სარგებლად» ხედავენ, თუმცა მათაც ასე ხედავენ ადამიანები...
მაშინ როდესაც ბატონყმობა საუკუნეებია «გადავარდა» ჩვენ თავად დავიწესეთ «მონობა»....
რამდენი ადამიანია ირგვლივ, ან ჩვენ თავად ვყოფილვართ, რომ მხოლოდ სარგებელი მიგვეღო ფულადი თუ ნივთიერი და არც კი დავფიქრებულვართ, ისე შეგვისრულებია ის, რაც ჩვენი ფასეულობა არ არ არის...
არც კი გვიფიქრია რომ იქნებ გულწრფელი ემოციებით, საუბრით, სიყვარულით გავზარდოთ «ჩვენი მე», ურთიერთობები და ა.შ. და არა ავტომატური მორჩილებით ჩვენი «ავტორიტეტებისთვის»...
ყველამ ავირჩიეთ შევასრულოთ ჩვენი საქმე ემოციების გარეშე... გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი... ჩავიდოთ ჯიბეში რაც შეიძლება მეტი და წარმოდგენა არ გვქონდეს რა გვიხარია, ან იმ ადამიანს რა ახარებს და რაუნდა?! და სხვას კიარა ჩვენ რა გვინდა ის არ ვიცოდეთ, მთავარია ბარათზე ჩაგვერიცხოს თანხა, რასაც მოვიხმართ მაქსიმუმ მოგზაურობაში და მინიმუმ კარტოფილის შეძენაში....
არცერთხელ არ მოგვსლია აზრად ემოცია გამოგვეხატა... გვეკითხა თავს როგორ ვგრძნობთ სინამდვილეში, რა გვსურს?! რა გაგვახარებს?! ვის გაგავახარებს?! ან გულწრფელად გვეკითხა ეს ახლობლებისთვისაც... კი ვეკითხებით მაგრამ მოდისთვის!!!
ადამიანები ერთმანეთს აღარ ვნახულობდით პანდემიამდეც!!!
იცით რატომ?! გვგონია რომ მეგობრის დაბადების დღეზე საჩუქრის ყიდვა თუ არ შეგვიძლია, არ უნდა მივიდეთ... თითქოს გვაჯობა ნივთების მნიშვნელობამ...
კარგია საჩუქრები რა სჯობს?!..
მაგრამ თუ ვერ ვახერხებთ, ისიც გვავიწყდება, რომ მათ ჩვენი დადებითი ემოციები სჭირდებათ, სიყვარული და არა ჩვენი ნაყიდი სამაჯური და ა.შ. საფულეც გაივსება, მაგრამ აღარ იქნებიან ადამიანები, ვისაც ასე უნდოდათ ჩვენთან...
მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ (ახლა გოგოებზეა ეს აზრში მოდაში, მაგრამ არც მამაკაცები არ აკლებენ) იძინებენ და იღვიძებენ მათთან ერთად, ვისთანაც არანაირი ემოცია არ აკავშირებთ, უბრალოდ ეზარებათ გარჯა, შემოქმედება, შრომა, ემოციების და გრძნობების გაცემა და ისეთი პატარები გონიათ თავი, რომ ფინანსური ინტერესების და გადარჩენის გზას უსიყვარულო, უემოციო ურთიერთობებში ხედავენ.., სადაც მეორე იხდის თანხას იმისთვის რომ იყიდოს იგი და ყიდულობს კიდეც, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ირიბად...
და ბედნიერება არ არის იქ... (მერე სხვასთან იწყებენ ამის ძიებას) არც კი ჩაუვლია ბედნირებას...
ჩვენ წავაგეთ ომი გრძნობებთან და ემოციებთან, ურთიერთობების სიხალისესთან და «სინამდვილესთან»...
წავაგეთ იმიტომ, რომ ყველაფერი ფინანსებში და კომფორტში გადავიყვანეთ... მაგრამ ვნახეთ, რომ ბედნიერებას არანაირი კავშირიც კი არ ააქვს უსულო, უემოციო საგნებთან...
და ჩვენ ამ ომს მოვიგებთ..
21 საუკუნე გაიმარჯვებს და არც ეს პანდემია იყო შემთხვევითი... მე ვამბობ, რომ ცხოვრებ მარკეტინგია, მაგრამ აქ არ ვგულისხმობ ფინანსებს...
ცხოვრება გრძნობების და ემოციების მარკეტინგია, სადაც ყველაფერს იღებ და ბედნიერი ხარ მაშინ, თუ შენ სავსე ემოციებით, გრძნობებით, განცდებით, ინდივიდუალიზმით, ხარ სავსე სიყვარულით და გასცემ მას...