რომელი ჰორმონის მიღება ზრდის მკერდს
სარძევე ჯირკვალი არის ჰორმონდამოკიდებული ორგანო. თუ დადგინდება, რომ მკერდის ზომის სიმცირის მიზეზი არის ჰორმონული დისბალანსი, ჰორმონული ფონის მოწესრიგება მკერდის ზომაზეც აისახება, მაგრამ ამ მიმართულებით გამოკვლევა უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს 21 წლამდე. ოპტიმალური ასაკია 16-18 წელი.
ტარდება შემდეგი გამოკვლევები: სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნო-საკვერცხეების, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, სისხლის გამოკვლევა ჰორმონებზე: Т3, Т4, ТТГ, პოლაქტინი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი. გაითვალისწინეთ, რომ ექიმის დანიშნულების და დასაბუთებული ჩვენების გარეშე, იმ ჰორმონული პრეპარატების მიღება, რომელიც სარძევე ჯირკვლებს ზომას უცვლიან, დაუშვებელია.
mkurnali.ge