6 რეკომენდაცია, როგორ გადაიტანო ადვილად დაშორება
როცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, შენ გიხარია და ორგანიზმი ოქსიტოცინს და დოფამინს გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისია დაშორდე - „წვეულებას“ ეპინიფრინი და კორტიზოლომი მართავენ. შენ წევხარ დივანზე და ბალიშში სახეჩამხობილი მოსთქვამ.
აი, როგორ უნდა „გადახარშო“ დაშორება:
1.მიიღე, როგორც მოცემულობა, რომ დაშორდით - ურთიერთობა დამთავრდა. დროა, წინ წახვიდე. გატეხილი ჭიქის დაწებებას აზრი აღარ აქვს;
2. არ ადევნო მას თვალი სოციალურ ქსელებში;
3. თავიდან მოიშორე მისი ნივთები, რომლებიც მის თავს გაგახსენებს;
4. ნუ მისწერ, ნუ დაურეკავ - სასოწარკვეთილი მესიჯები არ იმუშავებს;
5. ალკოჰოლით ნუ გაერთობი - ნუ შეეცდები ბოთლის ფსკერზე ძველი სიყვარულის პოვნას;
6. დრო ატარე მეგობრებთან - ოღონდ ნუ დაიწყებ მოთქმას. იმის მოსმენა, თუ როგორ იტანჯები, არავის სიამოვნებს.
marao.ge