თეგებით ძიება

იწვევს თუ არა თმის საღებავი კიბოს განვითარებას? - კვლევის შედეგები

მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზრდიდა თმის რეგულარული შეღებვა კიბოს განვითარების რისკს.

ცნობილია, რომ თმის საღებავში შედის ნაერთები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძუძუსა და შარდის ბუშტის კიბო. უკანასკნელი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა გაანალიზეს 117200 ამერიკელი ქალის მონაცემები. დაკვირვება გრძელდებოდა 36 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ დაედგინათ საღებავსა და ამ ტიპის კიბოს შორის კავშირი.

დასკვნა ცალსახაა: საღებავების მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სტილისტებს, რომლებიც საღებავებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან, კიბოს მომატებული რისკის ქვეშ განიხილავს.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კიბოს განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მგრძნობელობის სხვადასხვა გენოტიპზე (მაგალითად, NAT1 ან NAT2 გენების თავისებურებები).

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა