თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე - ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად

ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

"მთავრობას დათვლილი აქვს, თუ რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა გვიჯდება ეს ეგრეთ წოდებული ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერება?!

ფაქტია, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი.

მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის.
ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად

ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.

სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა! ", - მამუკა ხაზარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა