თეგებით ძიება
07. 02. 2021 სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. კოვიდპანდემიის გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" დაპირისპირება კოვიდ-პანდემიის გამო შარშან ორჯერ გადაიდო.

ცნობისთვის, რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვს მოგებული და 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა. ბორჯღალოსნების ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა