თეგებით ძიება
07. 02. 2021 სპორტი

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მატჩი საბოლოო ჯამში 16:7 დასრულდა.

თამაშის პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს და თამაშიც უფრო გახურდა.

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყო. თამაშს კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივრები არ ესწრებოდნენ.

რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვს მოგებული და 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა. “ბორჯღალოსნების” ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ. დღევანდელი გამარჯვება შესაბამისად მეცხრამეტეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა