სქესობრივი პოტენციალი და გარეგნობა - "ცეცხლოვანი" კაცები და ქალები
ადამიანის გარეგნობის მიხედვით შეიძლება მის სქესობრივ ქცევასა და სექსუალურ პოტენციალზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მანამდე აუცილებელია გავარკვიოთ, რას გულისხმობს სექსუალურობის ცნება. სექსოლოგები სექსუალობას "სქესობრივ კონსტიტუციად" მოიხსენიებენ, რაც იმის აღმნიშვნელია, რა დონეზე სჭირდება სქესობრივი ურთიერთობა ამა თუ იმ პიროვნებას და როგორია მისი სქესობრივი უნარი. ბევრი სექსუალურად მიიჩნევს ლამაზ, მოწესრიგებულ, ღრმა დეკოლტესა და მინი ქვედაკაბაში გამოწყობილ ქალს, ან საზოგადოების გულსა და სულს, მოდურად ჩაცმულ, ლაღ, იუმორით აღსავსე მამაკაცს.
სინამდვილეში ზოგიერთ მათგანს სექსუალურს ნამდვილად ვერ უწოდებთ. სქესობრივი კონსტიტუციის მიხედვით ადამიანები ძლიერ, საშუალო და სუსტ ტიპებად იყოფიან.
არსებობს გარეგნულ ნიშანთა კომპლექსი, რომელსაც ადამიანის სექსუალობის შესაფასებლად იყენებენ.
ფეხის სიგრძე
დღეს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ადამიანთა ნუსხას გრძელფეხება მოდელები და მსახიობები შეადგენენ, არადა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მაღალ ფეხებსა და სექსუალობას შორის საერთო არაფერია. მოკლეფეხება და ტანდაბალი ადამიანი ამ კუთხით შესაძლოა გრძელფეხებასაც აღემატებოდეს. რამდენად ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია აქვს ადამიანს, ამის დადგენაში ტროქანტერული ინდექსი დაგეხმარებათ. მის გამოსათვლელად სხეულის სიგრძე ქვედა კიდურის სიგრძეზე უნდა გაყოთ.
ქალები, ინდექსი
2,01-დან 2,05-მდე - ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია.
1,97-დან 2,00-მდე - საშუალო სქესობრივი კონსტიტუცია
1,88-დან 1,96-მდე - სუსტი სქესობრივი კონსტიტუცია.
მამაკაცები, ინდექსი
1,99-დან 2,00-მდე - ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია.
1,92-დან 1,98-მდე - საშუალო სქესობრივი კონსტიტუცია
1,85-დან 1,91-მდე - სუსტი სქესობრივი კონსტიტუცია.
გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებია ადამიანის ქვედა კიდურის ზომა სხეულის სიგრძესთან შედარებით, მით უფრო ძლიერი ტემპერამენტი და სქესობრივი კონსტიტუცია აქვს მას.
თმა
ყველაზე ვნებიანი და ტემპერამენტიანი ადამიანები შავთმიანები არიან. ისინი საწოლში ლიდერის პოზიციას იკავებენ, უყვართ ექსპერიმენტები, ენერგიულობით გამოირჩევიან. ქერათმიანები შედარებით სუსტი კონსტიტუციისანი, მაგრამ გაცილებით ნაზები და რომანტიკულები არიან. წაბლისფერთმიანები ამ ორის თვისებებს აერთიანებენ. ჰორმონ ტესტოსტერონის სიჭარბე მამაკაცებში ადრეულ გამელოტებას იწვევს, ამიტომ ზოგიერთი მელოტი მამაკაცი ძლიერი სქესობრივი კონსტიტუციით გამოირჩევა. სექსოლოგები მნიშვნელოვან ნიშნად მიიჩნევენ თმიანობას შუბლის არეში - რაც უფრო მეტი თმაა ამ მიდამოში, მით უფრო სექსუალურია ადამიანი.
ცხვირი
სქესობრივი ქცევის შესახებ ინფორმაციას ცხვირიც გვაწვდის. რაც უფრო თვალში საცემი, დიდი და ფართოა იგი, მით უფრო ძლიერი, ენერგიული და ამტანია მისი პატრონი. ასეთი ადამიანები კარგად გრძნობენ პარტნიორის სურვილებს და შეუძლიათ იყვნენ ერთსა და იმავე დროს ძალზე ვნებიანნი და ძალზე ალერსიანნი. სწორი, არწივისმაგვარი ცხვირი ძალასა და აგრესიულობაზე მიანიშნებს. ასეთი ცხვირის პატრონები საკუთარ შეგრძნებებზე უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე პარტნიორის სურვილებზე, თავისებურად მოქმედებენ, ზეაქტიურობის ფონზე კი სინაზის დეფიციტს განიცდიან. აპრეხილი ცხვირი პატრონის კრიტიკულ ბუნებაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანები ითვალისწინებენ როგორც საკუთარ, ისე პარტნიორის სურვილებსა და შეხედულებებს. მრგვალი ცხვირის პატრონები როგორც საქმიან ცხოვრებაში, ისე ინტიმურ ურთიერთობაში რბილ, დამთმობ ხასიათს ამჟღავნებენ. მათთვის მთავარი პარტნიორია, ამიტომ საკუთარ სურვილებს ადვილად სწევენ უკანა პლანზე.
ტუჩები
ტუჩები ემოციურობასა და მგრძნობიარობაზე მეტყველებს. კარგად განვითარებული სქესობრივი გრძნობების მქონე ადამიანებს სქელი და დიდი ბაგეები აქვს, განსაკუთრებით - ქვედა ტუჩი. სწორედ ის გახლავთ სარწმუნო ინდიკატორი - თუ იგი ზედაზე გაცილებით სქელია, ადამიანი სუპერმგრძნობიარეა. თუმცა დიდი ტუჩები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ძლიერ სქესობრივ კონსტიტუციას; ისინი მხოლოდ იმას გვამცნობენ, რომ ადამიანი მგრძნობიარეა და სქესობრივი ურთიერთობა უყვარს. წვრილი და თხელი ტუჩების პატრონები ლიდერის მიდრეკილებებითა და ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. გრძნობებსა და სექსუალურ ურთიერთობებში მათ თავშეკავება ახასიათებთ.
ნიკაპი
ფართო ქვედა ყბა ძლიერ მამაკაცებს აქვთ, ამიტომ გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ნიკაპიც. რაც უფრო მასიურია ნიკაპი, მით უფრო ძლიერია სექსუალურად მისი პატრონი. ასეთი ადამიანები ვნებიანები და ამტანები არიან, მაგრამ ეშინიათ ღრმა გრძნობების, უიღბლო სიყვარულისა და ხელისკვრის. საწოლში ძლიერები არიან, თუმცა აკლიათ სინაზე.
თვალები
პატარა თვალები ოდნავ შებერილი ქვედა ქუთუთოებით სენსორული სიამოვნების მოყვარულთ ამხელთ. მგრძნობიარე ადამიანებს წვრილი თვალის ჭრილი აქვთ. მნიშვნელოვანია თვალის ფერიც - რაც უფრო ინტენსიური და თბილია იგი, მით უფრო მხურვალე და ენერგიულია მისი პატრონი. მუქი ყავისფერი თვალები ვნებიან ადამიანებს აქვთ, ძლიერი სექსუალობის მატარებლები არიან მწვანე თვალების პატრონებიც - ისინი გამომგონებლები, ნაზები და მგრძნობიარენი არიან, პარტნიორის შერჩევას დიდ როლს ანიჭებენ, ბევრს გასცემენ და ბევრსაც ითხოვენ.
mkurnali.ge