თეგებით ძიება

რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწილში?

ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ქორწილი რამდენიმე დღის წინ გაიმართა. წყვილმა კარანტინული ქორწილი გადაიხადა

გიორგი გასვიანის ერთ-ერთი მეჯვარე პროდუსერი ნოე სულაბერიძე იყო. როგორც გაირკვა, ქორწილის სტუმრებს შორის არ იმყოფებოდა ნოე სულაბერიძის უმშვენიერესი მეუღლე, ჯანეტ ქერდიყოშვილი.

რა იყო ამის მიზეზი, ეს შეკითხვა ინსტაგრამზე ჯერ მარიტა მელიქიშვილს დაუსვეს, თუმცა მან არ დააკონკრეტა მიზეზი რატომ არ იყო ქორწილში ჯანეტ ქერდიყოშვილი, სამაგიეროდ თქვა, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

იგივე შეკითხვა დაუსვეს ნოე სულაბერიძესაც, რომელმაც კითხვას შემდეგნაირად უპასუხა და დაწერა, რომ "ჯანეტს გიორგი არ უყვარს".








თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა