როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 8 თებერვალს ქუთაისში მცირე ქარს პროგნოზირებენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +14 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +14 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +14 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაში დღეს უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.