თეგებით ძიება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის მოსამზადებლად იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან. რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო.

დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიცვალოს ცესკოს დაკომპლექტების წესი. ახალი წესით აირჩევა ცესკოს თავმჯდომარე, ასევე, ხმის მიცემის სისტემა ელექტრონული იქნება.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა