თეგებით ძიება

ეს საინტერესოა - როგორ მოვაცილოთ სარეცხ მანქანას ობის სოკო

თუ თქვენს ტანსაცმელს რეცხვის შემდეგ უსიამოვნო სუნი ასდის, ხოლო სარეცხი მანქანის ლუქის რეზინებსა და ფხვნილის ჩასაყრელ უჯრაში შავი ლაქები გაჩნდა, იცოდეთ, რომ იქ ობის სოკოა მოდებული, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

სარეცხ მანქანაში ობის სოკოს გაჩენის მთავარი მიზეზებია გამუდმებით დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა (30-40 გრადუსი), სარეცხ მანქანაში დარჩენილი წყალი და სარეცხი მანქანის არასწორი მოვლა.

როგორ გავაქროთ ობის სოკო სარეცხი მანქანიდან?
ამისთვის დაგჭირდებათ:
თხევადი სარეცხი საშუალება (სასურველია, ქლორის შემცველობით);
სამზარეულოს ღრუბელი;
რეზინის ხელთათმანები;
და 25 გრ ლიმონის მჟავა.

პირველ რიგში, სარეცხი მანქანის შიდა ზედაპირი მშრალი ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ, რათა დაგროვილი ჭუჭყი მოაცილოთ.
ამის შემდეგ, სარეცხი საშუალება თანაბრად წაუსვით ლუქის რეზინზე. დაკეტეთ მანქანის კარი და მანქანა ამ მდგომარეობაში 2 საათით დატოვეთ.
შემდეგ უკვე გავლების რეჟიმი ჩართეთ, რათა მანქანას სარეცხი საშუალება მოაცილოთ.

ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ ლიმონის მჟავა და მანქანა რეცხვის ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე აამუშავეთ.
თუ ამ პროცედურებს რამდენიმე თვეში ერთხელ ჩაატარებთ, ობის სოკო საბოლოოდ გაქრება და თქვენი მანქანა ახალივით იბრწყინებს.

გახსოვდეთ, რომ ყოველი რეცხვის შემდეგ, აუცილებელია მანქანის გამშრალება და კარის შეღებულ მდგომარეობაში დატოვება. პროფილაქტიკური მოვლა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს თქვენი ერთგული დამხმარის ექსპლუატაციის ვადას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა