თეგებით ძიება

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" - 8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა

"ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა. თუ მაინდომა, დარჩეს ონლაინ "უროკებზე" - ასე დაასათაურა 8 წლის ილიკო გოგაშვილის მამამ დაუვიწყარი კადრი, რომელმაც სრულიად საქართველო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები აალაპარაკა.

ბუნების გაკვეთილზე სათივეში მყოფი მოსწავლის ფოტომ მასთან ერთად სოფელი არბოშიკიც გააპოპულარულა.

kvirispalitra.ge -სთან ილიკოს მამამ, სოლომონ გოგაშვილმა ისაუბრა.

- სათივესთან ახლოს ღობეს ვაკეთებდით, ბოძებს ვამაგრებდით, თვითონაც გვეხმარებოდა. მერე გაკვეთილი დაეწყო. ხმა რომ შემომესმა შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს, გადავუღე ორი კადრი და ღამე ავტვირთე ფოტო ჩემს პირად "ფეისბუქზე". არც მიფიქრია, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომნიშნა სოცილურ ქსელში ფოტოზე და მეგობრები საზღვარგარეთიდან მწერდნენ. ზოგადად, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. ჩემმა რამდენიმე ფოტომ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ილია არის 8 წლის. პანდემიის გამო, ამ დრომდე, განათლებას ონლიან რეჟიმში იღებს და სოფელ არბოშიკში იმყოფება. ისე თბილისში სწავლობს, ძალიან კარგ სკოლაში. სოფელ არბოშიკშიც არის სკოლა და გვერდზე სოფელშიც, მაგრამ იქ დამატებითი წრეები არ რის და ცურვის, კალათბურთის გამო გადავწყვიტეთ თბილისში ვატაროთ. ისე ძალიან უყვარს ეს სოფელი და დროს აქ დიდი სიამოვნებით ატარებს, თავის 4 წლის დაიკოსთან ერთად.“ - განაცხადა ილიკოს მამამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა