იცით თუ არა, რომ - რატომ არ უნდა მოიცილოთ თმა ინტიმური ზონიდან
გამოკითხვების თანახმად, ქალების ნახევარზე მეტი ბიკინის ზონიდან თმას იცილებს. თითოეული მათგანი თავის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზით განმარტავს. ზოგი ამტკიცებს, რომ ამას პარტნიორის გამო აკეთებს, სხვები კი ამას შინაგან კომფორტს უკავშირებენ.
რა თქმა უნდა, გოგონას უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს რას და როგორ მოიცილებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორად გააკეთოს.
არასასურველ თმასთან ბრძოლის ყველა მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. გაპარსვა, რომელიც ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება, არასასურველ თმას სწრაფად და უმტკივნეულოდ აცილებს, ხშირად კანს აღიზიანებს. ცვილი ამ დავალებას უფრო ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ პროცედურა ძალიან მტკივნეულია და საფრთხეს უქმნის კანის ზედა ფენებს.
ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეთოდია, რომელსაც შეუძლია დამწვრობა გამოიწვიოს. ტრიმერი კანისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ყველა არასასურველი თმის მოცილება არ შეუძლია.
ინტიმურ ადგილას თმის სრულად მოცილებას ბევრი სპეციალისტი ეწინააღმდეგება და საკუთარ პოზიციას ძირითადად ხუთი მიზეზით ხსნის:
1. გაღიზიანება, ქავილი, ჩაბრუნებული თმა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არასასურველი თმის მოცილებამ შეიძლება ინტიმური ზონის ნაზი კანი დააზიანოს. შედეგად კი შეიძლება გაღიზიანებული კანი, ქავილი და ჩაბრუნებული თმა მიიღოთ. თუ ეპილაციაზე უარს იტყვით, ინტიმური ზონა ძალიან მადლიერი იქნება.
2. თმა ინტიმურ ადგილს მავნე ბაქტერიებისგან იცავს
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ინტიმურ ადგილებში თმა არაჰიგიენურია. პირიქით, ისინი ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების საშოში მოხვედრას და ისეთ თანმხლებ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვა და ა.შ. გარდა ამისა, თმის არსებობა არანაირად არ მოქმედებს ინტიმური ზონის სურნელზე, რაც მხოლოდ ჰიგიენის წესების დაცვაზე და თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.
3. თმას შეუძლია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაგიცვათ
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ინტიმური ზონიდან თმას სრულიად იცილებენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ჰერპესისა და რამდენიმე სხვა დაავადების მიმართ. თუ ამ ზონაში კანი თმით არ არის დაცული, მიკრობების გავრცელება გაცილებით ადვილი იქნება.
4. თმა კანის სიმშრალეს ინარჩუნებს
ინტიმურ ზონაში თმა კანის სიმშრალეს ინარჩუნებს და ბაქტერიების გავრცელებას ხელს უშლის.
5. თმა სითბოს ინარჩუნებს
და ბოლოს, ზამთრის ცივ თვეებში თმის საფარი ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას, რაც სასიკეთოდ მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.