თეგებით ძიება

გიორგი რურუას ადვოკატები და ოჯახის წევრები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას, ადვოკატები და ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
"ვხედავთ, რომ გიორგი კვლავ ციხეშია. ვისაუბრებთ, გავცვლით აზრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკანონოდ იხდის სასჯელს. ყველამ კარგად იცის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი", - ამბობს გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა