თეგებით ძიება

„ჩავუსაფრდი ფილარმონიის გამოსასვლელში და ვუთხარი...“ - შალვა ნათელაშვილი თემურ წიკლაურთან პირველ შეხვედრას იხსენებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მომღერალ თემურ წიკლაურთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

როგორც ნათელაშვილი ჰყვება, ის და თემურ წიკლაური ნათესავები იყვნენ, თუმცა არ იცნობდნენ ერთმანეთს.

„მე და თემური ახლობლები ვართ. ნათესავები დედებით, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი და 17 წლის ბიჭი ჩავუსაფრდი ფილარმონიის გამოსასვლელში. ვუთხარი, რომ ჩვენ ნათესავები ვართ, მან მალევე გაიხსენა, ყვავილები ეჭირა ხელში, მიდიოდა დაღლილი, ეს რომ ვუთხარი, მითხრა არ გადამრიო, წავიდეთ და აღვნიშნოთო. მე ვუთხარი სხვა დროს იყოს ბატონო თემურ-თქო, ეს სხვა დრო იყო 30 წლის შემდეგ, როდესაც სუფრაზე შევხვდით“,- ყვება შალვა ნათელაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა