თეგებით ძიება

ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოში მომხდარ ფაქტზე აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მერიის აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება 25 იანვარს მომხდარ ფაქტს, სადაც მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. მერიაში მისული ბავშვები საპირფარეშოს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა, სადაც ჩანს, ბავშვები როგორ ასუფთავებენ საპირფარეშოს იატაკს.

მომხდართან დაკავშირებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას. საქმე აღძრულია 108-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გაიმართა ჩხოროწყუს საკრებულოში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ინფორმაცია მოისმინეს შიდა მოკვლევასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, თუ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა არ დადგება, საპროტესტო აქციებს განაახლებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა