თეგებით ძიება

"წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც სპორტშია, მინიმუმამდე დაიყვანს" - ხაბარელი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი , შოთა ხაბარელი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს , რომ წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც დღეს სპორტში არსებობს, მინიმუმამდე დაიყვანს.

"თეა წულუკიანმა, ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და მე ვფიქრობ, ზუსტად წულუკიანისნაირი მინისტრი, იმ პრობლემებს, რომელიც დღეს სპორტში არსებობს, მინიმუმამდე დაიყვანს. ის ძალიან კარგი მენეჯერია, სფეროსაც იცნობს დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა" ,- აცხადებს ხაბარელი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა