თეგებით ძიება

"თამარ ჟვანია ავტომატურად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება" - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება.

მისი თქმით, საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა.

ალისაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება.

"საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა - ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება?!.

მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება - უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 1 მარტამდე უნდა მოხდეს და 1 მაისამდე სამივე მოსმენა დასრულდეს. პარლამენტში დღეს პირველი სხდომა გამართა საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა