თეგებით ძიება

ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს - იაგო ხვიჩია

ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს, იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ამბობს, რაც არ უნდა მოხდეს, ამ კომისიაში არ ვიმუშავებთო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს პოზიცია ოპოზიციას ხელს არ უწყობს ფასილიტატორების თანდასწრებით მოლაპარაკების მაგიდასთან.

„მე ვერაფერი განსხვავებული ვერ დამარწმუნებს, რაც ჩვენს ფასილიტატორებს ვერ არწმუნებს გაყალბების მასშტაბებში. ხშირად იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ მოაგროვებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს, თუმცა ეს განცხადებები პირდაპირ არ აისახა ფასილიტატორების მაგიდასთან. როცა რაღაცას ვერ ამტკიცებ, მანამდე ასე ითვლება, რომ არ არის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა