თეგებით ძიება

საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე უარი ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მანდატი არ გაუუქმეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. ჯაფარიძის თქმით არაკონსტიტუციური და სიგიჟეა ადამიანს პარლამენტში მუშაობა დაავალო.

მისივე განმარტებით, სადაო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლსა და წარმომადგენლობითი ორგანოს არს.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა