თეგებით ძიება

ლევან კობერიძე „ლელო“-ს დატოვების მიზეზს განმარტავს

ლევან კობერიძემ „ლელოს“ დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„აზრთა სხვადასხვაობა იყო ჩემსა და პარტიის სხვა წევრებს შორის, რაც განსაკუთრებით გამოიხატა არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით და პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება შემდგომში უკვე „ლელოს“ პარტიის დატოვებისა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ნამდვილად არ გამხდარა.

„პარლამენტში შესვლა- არშესვლა ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიმეღო. მეტსაც გეტყვით, რომ დღევანდელ პარლამენტში შესვლას და არშესვლას ერთი და იგივე პოლიტიკური ფასი აქვს. აქ მთავარი თემა ჩვენ შორის საუბრის და განსხვავებული მოსაზრებების არის შემდეგი, რომ მე ვთვლი და მთელი კამპანიის ძირითად ნაწილში „ლელოს“ პოზიციაც ესეთი იყო, რომ მთავარი იყო ამ ორპოლუსიანობის გარღვევა ქვეყანაში, ორპოლუსიანობის დასრულებისაკენ „ლელოს“ ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, რომ გადაედგა ნაბიჯები და ჩემი შეერთებაც „ლელოს“ პარტიასთან სწორედ არჩევნებში, ამ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ ჩვენ ერთად გადაგვედგა მსგავსი ტიპის ნაბიჯები. თუმცა. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ცოტა განსხვავებული შედეგის და სურათის წინაშე აღმოვჩნდი და ის ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით დეკლარირებულად საჯაროდ იყო სწორედ „ლელოს“ მხრიდანაც დაფიქსირებული, რომ ორპოლუსიანობა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს პოლიტიკაში, მაგრამ შემდგომ უკვე ნაბიჯები, რომლებიც იყო გადადგმული პარტიის მხრიდან, მე იმთავითვე, როდესაც ამ ნაბიჯებზე მსჯელობები იყო, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ განსხვავებული ნაბიჯები იყო გადასადგმელი, მათ შორის, არა მარტო არჩევნების დროს, უფრო მეტად არჩევნების შემდგომ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან კობერიძემ დღეს პარტია დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა