თეგებით ძიება

ტესტი: "შენი ფინანსური პოტენციალი“

ფინანსური სფერო ადამიანისთვის არის საყრდენი და ფუნადემენტი ხარისხიანი და საინტერესო ცხოვრებისთვის, ამიტომ ადამიანი, რაც უფრო წარმატებულია და კმაყოფილია ფინანსურად, მით უკეთესად გრძნობს თავს, რადგან ფინანსურად თავისუფალია.

თუმცა ყველას არ გამოსდის ფინანსებთან ურთიერთობა, თითოეულ ადამიანს ფინანსურ სფეროში გააჩნია თავისი უნიკალური პოტენციალი და თუ მას არ გამოსდის ფულის მოზიდვა და შოვნა მიზეზი მდგომარეობს მის არარეალიზებულ პოტენციალში.

გაინტერესებთ თქვენი ფინანსური პოტენციალი?!

ტესტი: "შენი ფინანსური პოტენციალი“


ამისათვის ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტს - ყურადღებით შეხედეთ ფოტოზე გამოსახულ საფულეებს და აირჩიეთ ინტუიციურად!

პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით....

1/საფულე:
თქვენ ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ ინვესტიციების მხრივ. ზუსტად იცით რაში უნდა დახარჯოთ თქვენი რესურსები: დრო, ფული, ენერგია, იმისათვის, რომ შემდეგ მოიმკათ "მოსავალი"
თქვენ ცხოვრობთ პრინციპით: ვისაც ლოდინი შეუძლია, საუკეთესო ხვდება, მთავარია ამ მოლოდინში ამოიცნოთ რა არის თქვენი და არ გადააჭარბოთ...!

2/საფულე:
თქვენი ფინანსური პოტენციალი მდგომარეობს "ლიდერობაში“, ძლიერი ნებისყოფა. თქვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის მყარი და სწორია. თუმცა ამ სიმყარეში თქვენი შინაგანი ინტუიცია და სულის ძახილი იკარგება ხოლმე, რომელიც ზოგ შემთხვევაში დაგეხმარებათ კიდევაც...

3/საფულე:
თქვენი ფინანსური პოტენციალი მდგომარეობს წინდახედულობაში. თქვენ არასდროს გაფანტავთ ფულს ჰაერში და საერთოდ არ გესმით იმ ადამიანების, ვინც ასე იქცევა... მოკრძალებული ფინანსური შემოსავლის მიუხედავად შეგიძლიათ მოიწყოთ ღირსეულად ცხოვრება და შემქნათ ხარისხიანი ცხოვრების დონე, ეს ძალიან ფასეული თვისებაა, გაუფრთხილდით!

4/საფულე:
თქვენი ფინანსური პოტენციალი მდგომარეობს ,,გუნდურ მუშაობაში“. გუნდს წარმატებისთვის ყოველთვის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ცალე თითოეულ წევრს. თქვენ ხართ მომხრე, რომ თითეული აკეთებდეს თავის საქმეს პროფესიონალურად და ეფექტურად. მთავარია გახსოვდეთ გუნდური მუშაობა დაფუძნებული უნდა იყოს წევრთა ერთიანობაზე, რომელიც ქმნის გუნდს ერთიანს და მთლიანს!

5/საფულე:
თქვენი ფინანსური პოტენციალი მდგომარეობს ორგანიზატორობაში. თქვენ ზუსტად იცით შეუპოვრობის წყალობით, როგორ დაგეგმოთ და იყოთ მიმართული ყოველთვის წინსვლისკენ. ამასთანავე თითოეულ გავლილ ეტაპსა და საფეხურს მოაქვს თქვენთვის ენერგია და სტიმული. თვითშეცნობა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ცხოვრებაში მოქმედებების ვექტორი.

6/საფულე:
თქვენი ფინანსური წარმატების პოტენციალი მდგომარეობს მოქნილობაში. თქვენ მოხერხებულად აერთიანებთ და აბალანსებთ სულიერსა და მატერიალურს, სამსახურსა და მეგობრობას. მხოლოდ შინაგანმა ბრძოლამ შესაძლოა ეს გაწონასწორობა დაარღვიოს. მთავარია ამ დროს მოძებნოთ ბალანსი საკუთარ თავში!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა