თეგებით ძიება

უჩვეულო ამბავი – ქართველი დეპუტატი გარდაიცვალა, მაგრამ უფლებამოსილებას არ უწყვეტდნენ

ქართულ პოლიტიკას უცნაური და უჩვეულო ამბები ნამდვილად არ აკლია, თუმცა ამ შემთხვევის შესახებ ბევრს აღარც კი ახსოვს. პოლიტკურ წრეებში ეს ისტორია მას შემდეგ გაიხსენეს, რაც მოქმედმა პარლამენტმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა.

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ახსოვს, რომ არათუ ცოცხალი, არამედ გარდაცვლილი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც კი აჭიანურებდნენ კანონმდებლობი.

ზურაბ გოგია 1992 წელს არჩეული პარლამენტის დეპუტატი გახლდათ – ის „სახალხო ფრონტის“ რუსთავის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. გოგია 1994 წელს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუნებრივია დღის წესრიგში დადგა მისი შემცვლელის საკითხი. საარჩევნო სიით ზურაბ გოგიას ადგილმონაცვლე „რესპუბლიკელი“ გურამ ბერიშვილი გახლდათ, ვინაიდან მაშინ „სახალხო ფრონტი“ და „რესპუბლიკური პარტია“ ერთიანი საარჩევნო ბლოკით იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა იმის გამო, რომ მაშინდელი დეპუტატების უმრავლესობას ბერიშვილი არ მოსწონდა, გარდაცვლილ ზურაბ გოგიას უფლებამოსილებას შეგნებულად არ უჩერებდნენ, რადგან ამ შემთხვევაში ბერიშვილი ავტომატურად უნდა აერჩიათ მის შემცვლელად. ეს საკითხი კენჭისყრაზეც კი არ გაჰქონდათ, თუმცა მაშინდელ კანონმდებლებს გურამ ბერიშვილის უფლებამოსილების ცნობა მაინც მოუწიათ, ვინაიდან გარდაცვლილი კოლეგის დეპუტატთა რიგებში ყოფნა, უკვე დიდ პოლიტკურ, თუ მორალურ უხერხულობას ქმნიდა.

წყარო – პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა