თეგებით ძიება

არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი - საქართველოს ფოსტა გვაფრთხილებს

საქართველოს ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეს.

„გაცნობებთ, რომ სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება. მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება. შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებგვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი“, – წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ფოსტა ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა