თეგებით ძიება

რა არის კოლაგენი და მისი სასარგებლო თვისებები

კოლაგენი არის ფიბრილარული (ბოჭკოვანი მოლეკულების მქონე ცილა), რომელიც წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის შემაერთბელი ქსოვილების( სახსრების, ძვლების, ხრტილების, კანის..) შემადგენელ ძირითად კომპონენტს და უზრუნველყოფს ქსოვილის სიმკვრივეს და ელასტიურობას.

ორგანიზმში არსებული ცილების შემადგენლობის 1/4-ს და კანის 1/3 კოლაგენია.

ასაკის მატებასთთან ერთად, კოლაგენის რაოდენობა ორგანიზმში იკლებს, რაც ზრდის სახსრების დაავადებების და ტრავმის რისკს. კანი ხდება უფრო მშრალი და იმატებს ნაოჭები და წვრილი ხაზები. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ანელებენ კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ესენია დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები, მოწევა და მზის მავნე ზემოქმედება.

როგორც პერსონალური ფიტნეს ინსტრუქტორი თამო დავითაშვილი გვირჩევს, ასაკი და ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს კოლაგენის დანამატის სახით მიღების აუცილებლობას. რეკომენდებულია დღეში 5მგ კოლაგენის დანამატის სახით ჩართვა, სპორტსმენებისთვის კი 10 მგ.

რა არის კოლაგენი და მისი სასარგებლო თვისებები


კოლაგენის სასარგებლო თვისებები:
სახსრების, ხრტილების, ძვლების, იოგების სიმტკიცისთვის.
კანის სიმკვრივის და ახალგაზრდული იერისთის, ფრჩხილების, თმების სიმკვრივის და სიჯანსაღისთვის.
ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლისთის ( გამომდინარე მისი თვისებიდან, შესძინოს კანს სიმკვრივე და ელასტიურობა).
საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზაციისთვის (კოლაგენი შედის ნაწლავების ქსოვილების შემადგენლობაშიც და მისი დახმარებით ხდება კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ჯანმრთელი და ნორმალური ფუნქციონირება).

კოლაგენი შედის კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაშიც და უზრუნველყოფს მის ზრდას და ახდენს კუნთოვანი მასის დაკარგვის პრევენციას ( მათ შორის დაბერების პროცესით გამოწვეულ კუნთების დაშლის შემთხვევაში ). კუნთის ზრდას და გაჯანსაღებასთნ ერთად კი უმჯობესდება ცხიმის წვის პროცესიც.

კოლაგენი ცხოველური წარმონაქმნებისგან მიიღბა: ტყავის, ხრტილების, ძვლოვანი ქსოვილებისგან და ასევე თვზის ძვლისგან.

კოლაგენის ყველაზე გავრცელებული ფორმა ჟელატინია, რომელსაც ძვლებისა და ხრტილების ხარშვის შედეგად მიიღებენ და ფხვნილის სახით გვხვდება. იგი ორგანიზმისთვის შედარებით რთულად ასათვისებელია. აღსანიშნავია მისი დაბალკალორიულობა.

არსებობს ჰირდოლიზებული კოლაგენი, რომელიც დამუშავების შედეგად პეპტიდებად და ამინომჟავებად არის დაშლილი, ყველაზე ადვილად ასათვისებელია ორგანიზმისთვის და ძალიან მაღალეფექტურია. მას კოლაგენის ყველა სასარგებლო თვისება გააჩნია. გამოდის დანამატის სახით.

საჭიროების მიხედვით სწორად უნდა შეირჩეს შესაბამისი კოლაგენის სახეობა.

ასევე მნიშვნელოვანია:
კოლაგენის ათვისებისთვის და ეფექტური მოქმედებისთვის აუცილებელია მისი c ვიტამინთან ერთად მიღება.
სახსრების და ხრტილოვანი ქსოვილების მკურნალობისთვის კი კოლაგენთან ერთად უმჯობესია გლუკოზამინის და ჰონდროიტინ სულფატის დამატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა