თეგებით ძიება

„კოვაქსის“ ხელშეკრულებაში ინფორმაციის ნაწილი კონფიდენციალურია - თამარ გაბუნია

ინფორმაციის ნაწილი, რომელიც „კოვაქსის“ ხელშეკრულების ნაწილში, ასევე მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილში გვაქვს, არის კონფიდენციალური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ყველას შეუძლია სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით. ინფორმაციის ნაწილი, რომელიც „კოვაქსის“ ხელშეკრულების ნაწილში, ასევე მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილში გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. საჯარო ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა