თეგებით ძიება

ახალი კვლევა - ეკლესიაში სიარული სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიერ ნიდერლანდების ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, ევროპის 10 ქვეყანაში, 50 წელს გადაცილებულ 9 ათას ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა ჰყოფნის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რელიგიური თემების წარმომადგენლები თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც მოსახლეობის სხვა ჯგუფებს მიეკუთვნებიან: მოხალისეები სოციალურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სპორტის მოყვარულები და მარადიული სტუდენტები“, რომლებსაც ყველაფრის და ყოველთვის სწავლა უყვართ.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია American Journal of Epidemiology- ში.

კვლევის თანახმად, პოლიტიკურ მოძრაობებში დასაქმებულ ადამიანებში ბედნიერების განცდა ხანმოკლეა, რის შემდეგაც ბევრი დეპრესიაშიც კი ვარდება, როცა რელიგიური თემების წევრები დიდი ხნის განმავლობაში თავს სტაბილურად და ბედნიერად გრძნობენ.

რაც შეეხება მოხალისეებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, როგორც წესი, ისინი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანები არიან, მაგრამ მათ ვერ იპოვნეს ვერანაირი მტკიცებულება, რომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოხალისეების საქმიანობას უკავშირდება. გარდა ამისა, მოხალისეთა საქმიანობის სარგებელს ისეთი უარყოფითი მხარეც ახლავს, როგორიცაა სტრესი.

„ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეპრესიის თავიდან აცილებაში და ადამიანს დაავადებისა თუ სხვა უსიამოვნებების დროს სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება, მაგრამ ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის, ეს ეხება ზოგადად, რელიგიას, თუ დადებით გავლენას ახდენს საზოგადოების წევრობა“ - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაურიციო ავენდანომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა