თეგებით ძიება

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო გადადგმული ნაბიჯი

"ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში“ ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია. თურ­ქეთ­ში სე­რი­ა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბის შკა­ლა­ზე ის უკვე თვე­ე­ბია პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

"ჩუ­ქუ­რო­ვას“ ფა­ნე­ბის ნა­წი­ლი ახლა ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბულ­ნი და იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ან, რად­გა­ნაც სე­რი­ა­ლი ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა გმირ­მა, ილ­მაზ­მა და­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თის­თვის მის გა­რე­შე სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კია.

რე­ა­ლუ­რად კი საქ­მე ისაა, რომ ილ­მა­ზის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ უღურ გუ­ნეშს კონ­ტრაქ­ტი ამო­ე­წუ­რა და მან თა­ვად აღარ ისურ­ვა სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მისი სიკ­ვდი­ლი სცე­ნა­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა რად­გა­ნაც გუ­ნეშს წას­ვლა სურ­და, სცე­ნა­რის­ტებ­მა მისი გმი­რი სე­რი­ა­ლი­დან ასე - სიკ­ვდი­ლით გა­იყ­ვა­ნეს.

მსა­ხი­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თურ­ქულ ყვი­თელ პრე­სა­ში არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, უღურ გუ­ნეშს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ ვარ­სკვლავ­თან, მსა­ხი­ობ ქე­რემ ალი­შიქთან, რო­მე­ლიც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ზუ­ლე­ი­ჰას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან. პრე­სა­ში წე­რენ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი რე­ა­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დია. ყვი­თე­ლი პრე­სის თა­ნახ­მად, ილ­მაზს ჰი­ლალ ან­თილ­ბი­ლე­ქი (ზუ­ლე­ი­ჰას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მოს­წონ­და.

თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ყო­ვე­ლი­ვეს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ეს მე­დი­ის მიერ შე­თხზუ­ლი ჭო­რია, სი­ნამ­დვი­ლე კი ისაა, რომ უბ­რა­ლოდ აღარ სურ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თსა და იმა­ვე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რომ მის კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ვის დრო დად­გა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უღურ გუ­ნე­შის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მალე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტს ნა­ხა­ვენ. ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ახალ სე­რი­ალ­ში სა­ხე­ლად "Kanunsuz Topraklar", რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი არ­ხის, Fox-ის ეთერ­ში გავა.

უღურ გუ­ნე­ში 33 წლი­საა. ის ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. ჰყავს ერთი ძმა და ერთი და. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რაც ან­კა­რა­ში, თე­ატ­რში და­ი­წყო. ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში აქ­ტი­უ­რად 2011 წელს ჩა­ერ­თო. მის ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ფილ­მი და სე­რი­ა­ლია, თუმ­ცა "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში“ მის­თვის მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი სე­რი­ა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ამ სე­რი­ალ­მა გუ­ნეშს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა და ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შეჰ­მა­ტა.

უღურ გუ­ნე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სე­რი­ა­ლებ­ში Diriliş: Ertuğrul, İsimsizler და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მე­დი­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ თურქ მომ­ღე­რალ რე­ი­ჰან ჯან­სუს ხვდე­ბო­და, თუმ­ცა წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 1 წელი გაგ­რძელ­და.

მსა­ხი­ო­ბი ამ ეტაპ­ზე ცდი­ლობს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მა­ლოს და პრე­სას­თან ამ თე­მა­ზე თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს.


"ამბები.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა