თეგებით ძიება

მომხრე ვარ, სკოლებში დასაწყისი კლასებიდანვე იყოს პირბადის ტარება - ბიძინა კულუმბეგოვი

მომხრე ვარ, რომ დასაწყისი კლასებიდანვე იყოს პირბადის ტარება ჩვენს სკოლებში, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

კულუმბეგოვმა ხაზი გაუსვა პირბადის ტარების პოპულარიზაციაში როგორც სკოლების, ასევე ცნობილი ადამიანების მონაწილეობის მნიშვნელობას:

"პირბადესთან მიმართებაში მე მაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ნებისმიერი სკოლის ასაკის მოსწავლე, რომელიც საქართველოშია და ეს არის 6 წელი და ზემოთ, ბევრი მუშაობა უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ მათ სწორად გამოიყენონ პირბადე. იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის და უწყვეტი განათლების სისტემისთვის აუცილებელია, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, გარდა ამ მექანიზმებისა, რომელიც არის დეზობარიერი, ტემპერატურის გაზომვა თუ ხელის დეზინფექცია, სკოლის გახსნის რეგულაცია იყოს ძალიან მოქნილი და მიზნობრივი. მე მომხრე ვარ, რომ დასაწყისი კლასებიდანვე იყოს პირბადის ტარება ჩვენს სკოლებში," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა და აშშ-ის მაგალითი მოიყვანა პირბადის ტარების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა