დაიწყო სკოლებში დისტანციური სწავლის მსურველთა რეგისტრაცია
დღეიდან დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია გახსნილია.
მშობელს, სურვილის შემთხვევაში, ყოველ ოთხშაბათს, შეეძლება მოსწავლის დარეგისტრირება დისტანციურ სწავლებაზე.
რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ ვებ-გვერდზე: ONLINE.EMIS.GE
განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, რეგისტრაცია თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, ასევე, სხვა ქალაქებშიც გახსნილია.