თბილისის რამდენიმე უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი ისევ ამოქმედდა
„ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერდა პანდემიის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ავტომფლობელებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა. საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება იმ არეალებში, რომლებიც აქამდე იყო განსაზღვრული.
კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეულ ნაწილსა და ვაკის რაიონში.