თეგებით ძიება

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პერიოდში შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური სივრცე გამოიყოფა

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პერიოდში შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური სივრცე გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დედაქალაქის მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკის სრულად ჩაკეტვა გვიწევს. ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ გვთხოვეს, გამოგვეყო სივრცე ცხოველების გასასეირნებლად. ეს გავითვალისწინეთ და დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. ჩემი თხოვნაა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამის შესახებ“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა