თეგებით ძიება

საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა – რა გაიხსენა კახა კალაძემ

ტრანსპორტის გახსნის დღიდან 524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე ტრანსპორტში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.

„3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. ძირითადად ცხვირზე რა ჰქონდათ აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა ერთხელ, დაპირისპირება იყო პირბადის გაკეთების გამო.ასევე, ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ზოგადად ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს, აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული მგზავრებიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობსითვის, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დაშვებული გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა